15:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:28:06, 1575 ნახვა

სამართალი
ირაკლი ჩხირკვიას და მერაბ ღოღობერიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ“თავისუფალი ზონის“ აქტივისტ   ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მათ  ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი,  რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს. თუმცა მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და 226-ე მუხლით შეცვალა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას.

 

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე  ტერიტორიაზე  მერაბ ღოღობერიძის   და ირაკლი ჩხირკვიას  მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა  ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას.

თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა.

მათივე ცნობით,  თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics