|
2018-01-10 10:48:39, 1693 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს
პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძე ე.წ. მოდულის შენობაში მისმა ადვოკატმა დათო მოდებაძემ დღეს პირველად მოინახულა. მოდებაძე ვარაუდობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალდ დღეს წაუყენებენ. შესაბამისად, მას ჯერ საქმის მასალებიც არ გადასცემია: „დაკავების ოქმი არ მინახავს და არვიცი, რა მუხლით არის დაკავებული, რაც შეეხება საქმის მასალებს, ვიდრე ბრალს არ წაუყენებენ საქმის მასალებს ვერ გადმომცემენ, დაველოდები ბრალის წაყენებას, თუცა მას შევხდები, გავესაუბრები და ამის შემდეგ შემიძლია გავაკეთო უფრო ვრცელი კომენტარი“,-განაცხადა ადვოკატმა ზურაბ იდოიძის მონახულებამდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვცების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ზურაბ იდოიძე დუმულის უფლებას იყენებს. ის ახმედ ჩატაევთან კავშირშია ეჭვმიტანილი. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულმა, ბრალდებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, თურქეთში ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია. „სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)