06:36 - 17 Aug, 2026
|
2018-01-10 10:40:36, 1676 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ. „ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, - მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)