|
2018-01-09 15:54:50, 1710 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: დიდი პატივია, წვლილი შევიტანო საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ჰქვია
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გიორგი მარგველაშვილს მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში წარდგენის შემდეგ განაცხადა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდი უდიდესი პატივია. „მადლობა მინდა გადავუხადე პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს ჩემს მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი იქნება თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად, ახლო უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში. მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელწიფო უწყებაში იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე. იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი. ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს წინამორბედს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების საქმეში. ბუნებრივია მედიისთვის და საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი როგორც აქამდე ვიყავი“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)