18:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 10:49:39, 3242 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ კომუნიკაციების კომისიისგან „მაგთიკომის“ შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით „მაგთიკომის" არგუმენტებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ  კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები  შესაძლებელია, ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს არ ასახავდეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულის გარკვევის მიზნით, უწყებამ კომუნიკაციების კომისიისგან „მაგთიკომის“ შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

„შპს „მაგთიკომის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან  კომპანია „მაგთიკომის" მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი, მათ შორის მობილურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ხელშეწყობის მიზნით. პერმანენტულად მცირდებოდა და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გაუქმდა მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი. საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაიდგა რიგი ნაბიჯები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას გაზრდისა და საცალო ტარიფების კლების ხელშესაწყობად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის" მიერ მოტანილ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით   და მიიჩნევს, რომ  კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები  შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს. 

სწორედ აღნიშნულის გარკვევის მიზნით, შპს „მაგთიკომის" განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics