00:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 12:54:41, 1854 ნახვა

საზოგადოება
წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ

4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრამვირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა.

„მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics