|
2018-01-03 19:28:10, 2659 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა
პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა. გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. აღნიშნული გემი სახელმწიფო საკუთრებაში ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის“ 2015 წლის 13 აგვისტოს #30545 ბრძანებით მიიქცა და მისი ღირებულება 1 772 000 ლარით განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ. როგორც საზღვაო აკადემიაში აცხადებენ, „კადეტის” აკადემიისთვის საკუთრებაში გადაცემა სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმებას ხელს შეუწყობს. (NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)