|
2017-12-30 10:30:32, 1209 ნახვა
რეგიონი
მუშამ, რომელიც ხელფასის აღებას უშედეგოდ ითხოვდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ვალეში, საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა, რომელსაც ვალეში ბინა ჰქონდა ნაქირავები, აბაზანში ჩამომხრჩვალი ნახეს;- ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება. გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის, შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“. გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა. ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ არემონტებს. მისი თქმით, მუშების დავალიანების დაფარვა გუშინ დაიწყო: „სრულად არ გაგვისტუმრებია, დღეს ბოლომდე დავფარავთ“. სარაშვილი აქციის დღეს აცხადებდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან თანხა გადარიცხული იყო თუმცა მის ანგარიშზე ასახვას დრო სჭრიდებოდა. „ჩვენი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა, თანხა დროულად გადაირიცხა“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)