18:08 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 20:37:46, 909 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო. საახალწლო განწყობა ბულვარის კოლონადებთან ბათუმელმა შემსრულებლებმა გიორგი ბერიძემ, ირაკლი გოგიტიძემ და ადგილობრივმა ბენდებმა შექმნეს. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.

კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო ტკბილეული.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი ახალ წელს პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი", დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები.

რაც შეეხება ევროპის მოედანს, ის დღეს, 21:00 საათზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს უმასპინძლებს.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics