|
2017-12-29 17:43:09, 3507 ნახვა
ეკონომიკა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება დასრულდა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,არქიტექტურული ბიურო“ შეიმუშავა, ბაკურიანში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ. ეკონომიკის დოკუმენტაციის საჯარო განხილვაში ,,არქიტექტურული ბიუროს“ წარმოამდგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა. საპროექტო ჯგუფის წევრებმა განმარტება გააკეთეს გენგეგმის მოქნილი მექანიზმის შესახებ, რომლის თანახმადაც სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთები ღირებულებას არ კარგავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიწის რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეგახსენებთ. რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1373 განკარგულების ,, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,არქიტექტურული ბიურო.“
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)