|
2017-12-29 13:38:16, 2959 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ მისი „კრისტალის“ 10 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა
„გალტ & თაგარტმა“, ს.ს. მისო „კრისტალის“ (კრისტალი) 10 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის 0%-ით განსაზღვრა. „კრისტალი“ წარმოადგენს პირველ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას საქართველოსა და რეგიონში, რომელსაც სარეიტინგო კომპანია ფიტჩის (Fitch Ratings) რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნულმა რეიტინგმა და ისტორიულად კომპანიის თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. დაგეგმილია კრისტალის კორპორატიული ობლიგაციის საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება. „მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ლარში დენომინირებული ობლიგაცია კრისტალის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და საფინანსო სექტორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მოზიდული დაფინანსებით კრისტალი გააგრძელებს მიკრო-მეწარმეებისა და ფერმერების დაფინანსებას მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ. „მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „კრისტალის“-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. (NS)
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)