|
2017-12-28 18:07:49, 2197 ნახვა
სამართალი
პროკურორი: არსებული მტკიცებულებებით, ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ახმედ ჩატევთან ოთხივეს კავშირი დასტურდება
პროკურორ ელიბზარ გოზალიშვილის განცხადებით, 25 დეკემბერს სპეცოპერაციისას დაკავებული პირების საქმეში არებობს მოწმეთა ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები და დაოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც ოთხივე ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან და უშუალოდ ახმედ ჩატაევთან კავშირი დასტურდება. „მოცემულ საქმეში არის მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ოთხივეს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან“, - აღნიშნა პროკურორმა. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)