|
2017-12-28 16:25:15, 1872 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს„ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სწორ განვითარებაზე, რომელმაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას. შეხვედრაზე განხილული იყო დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე სიახლეები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც წიაღის მართვის სფეროში მიმდინარეობს, გაგრძელდება და გახდება უფრო ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. პირველი ვიცე-პრემიერი ასევე საქართველოს სხვადასხვა წიაღისეულის ნიმუშებს გაეცნო, რომლებიც სააგენტოს სადემონსტრაციო დარბაზში იყო განთავსებული. წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები. (NS)
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)