|
2017-12-27 19:14:55, 1980 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის შიგნით კონსესუსს მივაღწევთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა მოუწევთ. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის შიგნით კონსესუსი შედგება: „“მე დავარქმევ ცხარე კამათს, რაც აუცილებლად უნდა იყოს იმისათვის, რომ საერთო აზრზე რამენაირად შევჯერდეთ ხოლმე ძალიან კრიტიკულ საკითხებზეც კი. ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. დაგიდასტურებთ, რომ ცხარე კამათი იყო მათ შორის ფორმალურ დეტალებთან დაკავშირებითაც კი. გუნდის წევრები, მათ შორის კომიტეტის წარმომადგენლები არიან წინააღმდეგნი იმისაც კი, რომ ახლა იქნას განხილული ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გავიარეთ ეს საკითხი უმრავლესობის შიგნით, ბევრჯერ გავივლით და ცხარე კამათი იქნება, რადგან ერთის მხრივ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი მომავალი თაობების ინტერესი და ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა, ბევრჯერ ვიმსჯელებთ და საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ. მთავარია, რომ ჩვენ მოვახერხოთ და მგონია, რომ ასეც იქნება, პოზიციების დაახლოება პირველ რიგში უმრავლესობის შიგნით, რომ ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა.მნიშვნელოვან ცვლილებას აღარ მოითხოვს ეს კანონპროექტი. რამდენიმე დეტალის შეცვლით შეიძლება პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მივაღწევთ კონსესუსს უმრავლესობის შიგნით, რაც ორივე ინტერესს თანაბრად დააკმაყოფილებს“,-განაცხადა მდინარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)