|
2017-12-27 18:41:58, 2287 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებულ ფორმებს უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებულ ფორმებს უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს". როგორც ზოიძემ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დეკრიმინალიზაცია ის გზაა, რომელმაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული პრობლემები უნდა გადაჭრას. „1971 წელს ნიქსონმა დაიწყო დაუნდობელი გლობალური ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ. აპოგეა იყო 1990 წლის კონვენცია და 1988 წლის გაეროს ორი სესია. კონვენციით, რომელიც იყო ფსიქოტროპული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნის წინააღმდეგ მიმართული, განისაზღვრა კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებები. მიზანი დასახული იყო, რომ 2008 წელს ნარკოტიკებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო სამყარო სწორედ ამ რეპრესიული მეთოდების მეშვეობით. რეალობა კი ასე გამოიყურება - 2003 წელს 185-მა მილიონმა ადამიანმა მოიხმარა (მოსახლეობის 4,5%) ბოლო ერთ წელიწადში, 2014 წელს კი 33%-ით უფრო მეტმა, მას შემდეგ რაც გამკაცრდა რეპრესიული ღონისძიებები ნარკოტიკების წინააღმდეგ, ანუ 247 მლნ-მა ადამიანმა", - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ ამ ღონისძებების შედეგად არც ნარკოტიკების მოყვანის და არც მოხმარების კუთხით, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატებს კანონპროექტის შინაარსს აცნობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)