04:50 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:10:03, 2012 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: იმაზე მეტი სისულელე, რომ ფრაქციები მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, დიდი ხანია არ მომისმენია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, დამატებით ორი ახალი ფარქციის შექმნის მიზანი მართვის სისტემის გაუმჯობესებაა და ყოველგვარი სხვა საუბარი რეალობას აცდენილია:

 „რას ამბობს რომან გოცირიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ შემთხვევაში იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას არც რეგლამენტს და საერთოდ აცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას, რომ მე ამ თემაზე  კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი  ფრაქცია საკმაოდ დიდია იმისათვის,რომ  ოპერატიული მართვა შეძლოს. არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ფრაქციები, რომლებიც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებენ და  გარკვეულ მთავარ საკითხებსაც აიღებენ ყურადღების ქვეშ“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

კითხვაზე-რამდენად სიმართლეს შეესაბამება, რომ ფრქციების შემადგენლობა გადანაწილდა ე.წ. გია გაჩეჩილაძისა  და ე.წ. ხეჩიკაშვილის სამეგობროებს შორის, ვოლსკიმ ასეთი პასუხი გასცა:

„იმაზე მეტი სისულელე და უსაფუძვლო განცხადება, რომ ეს ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცის მეგობრობის ნიშნით, მე არ მომისმენია უკვე დიდი ხანია, 6 წელია, ვარ პარლამენტში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს  საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ 2 ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics