22:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 21:09:01, 2310 ნახვა

საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სოფელ დუისში სპეცოპერაციის  დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოდან რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.

მაჩალიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში  მედიკოსების დაკვირვების ქვეს იმყოფება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  დუისსა და ომალოში  დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. 

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics