|
2015-01-16 16:44:01, 2700 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ვინ დგას
„საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ერთი პიროვნება დგას თუ ორგანიზაცია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სირიაში მებრძოლი ქართველი რადიკალი მუსლიმის მიერ საქართველოს მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა. მინისტრი თქმით, ყველა ასეთი ტიპის განცხადება კონტროლს ექვემდებარება და საქართველოს მას შიშით არ შეხვდება. „დარწმუნებული ვარ ყველა ამ ტიპის განცხადება კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, არამგონია სახელმწიფო ამ განცხადებებს შიშით შეხვდეს. საჭიროა მეტი გონიერების გამოჩენა და შესწავლა, თუ რა დგას ამ განცხადებების უკან, ეს ერთი პიროვნებაა თუ ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფო ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა. „საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს. გაფრთხილებთ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)