|
2017-12-25 13:29:22, 1949 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე ზვიად რატიანზე: ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. "მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელობის მხრივ ბატონ ზვიადს მძიმე დაზიანება არ მიუღია. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ფაქტია, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი იქნება პოეტზე მუსიკოსზე თუ რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენელზე. მთავარია, რომ მოკლევამ კონკრეტული, დროული და გამჭვირვალე პასუხი მისცეს, გასცეს, რომ სხვა კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით არ დარჩეს", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)