11:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 10:22:44, 521 ნახვა

სამართალი
შსს-მ სიღნაღში 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა და უკანონო პისტოლეტი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტეს“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი 2 მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 4 მჭიდი ამოიღეს. 

უწყების ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics