02:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 08:48:29, 406 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ლარის გამყარების დასაწყებად ყველანაირი საფუძველი არსებობს

„ლარის გამყარების დასაწყებად ყველანაირი საფუძველი არსებობს“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „განსხვავებულ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით,  მას  ძალიან კარგად ესმის, თუ რა მძიმე სიტუაციაშია მოსახლეობა ლარის გაუფასურების გამო.
"ძალიან კარგად მესმის, თუ რა მძიმე სიტუაციაშია მოსახლეობა ლარის გაუფასურების გამო, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისაუბრეს. იმ გეგმის მიხედვით, რაც წარმოდგენილია, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ლარის გამყარება დაიწყოს. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ როდესაც ლარის გაუფასურების გამო საუბარია ტარიფების მოსალოდნელ ზრდაზე, მისი გამყარება შეღავათი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ლარის გამყარების პროცესი რთულია და არ შეიძლება ერთ დღეში მოხდეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics