|
2017-12-22 14:40:32, 2529 ნახვა
სამართალი
უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის გადაიდო (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. „სასამართლოს დღემდე არ მიუღია საჭირო მასალები, აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ შეძლებს საკითხის გადაწყვეტას, ამიტომაც განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო“, – განაცხადა მოსამართლე ოლეგ პრიზიაჟნუკმა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. „სასამართლოსთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან პროკურატურამ მასალები არ გადასცა. რატომ არ გადასცა?– 3 იანვარს ყველა ისვენებს, მსოფლიო არ დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც აწყობთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)