|
2017-12-22 12:45:14, 2128 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი“ ჯგუფის ბარათებიდან საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელებაა შესაძლებელი
„ვითიბი“ ჯგუფმა მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო. ამ მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია თანხის გადაგზავნა რუსეთში ემიტირებული Visa-სა და MasterCard-ის ნებისმიერი ბარათიდან, „ვითიბი ჯგუფის“ ბანკების ბარათებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში. გზავნილის განხორციელება შესაძლებელია ბანკი VTB24-ის ვებ-გვერდიდან - https://perevod.vtb24.ru გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და გამგზავნისა და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება. გზავნილი რამდენიმე წუთში აისახება მიმღების ბარათზე და თანხის მიღება შესაძლებელია მიმღების ბარათის ანგარიშის შესაბამის ვალუტაში. ახალი სერვისი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულს ხდის ფულადი გზავნილის განხორციელებას რუსეთის ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული Visa და MasterCard ბარათებიდან „ვითიბი ჯგუფის“ შვილობილი ბანკების კლიენტებისთვის, ასევე, მას მინიმუმამდე დაჰყავს გზავნილის მიმღების შესახებ ინფორმაციის ცოდნის აუცილებლობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)