|
2017-12-21 20:29:48, 1925 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა. ,,როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად ვთანხმდებით, რომ კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები, ამას, რა თქმა უნდა, უკან აქვს მაკროეკონომიკური გათვლა. პირობით ერთეულში რომ ავიღოთ, მიმდინარე ხარჯების შემცირება ჩვენს ეკონომიკას თუ აკლებს ერთ პირობით ერთეულს, იმავე რაოდენობის კაპიტალურ დანახარჯებში ხარჯვა ორი ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ პირდაპირი გადასახადების შემცირებას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდას, სწორედ ასევეა - პირდაპირი გადასახადების შემცირება 6 ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდა ერთი ერთეულით ამცირებს ჩვენს ეკონომიკას'' - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეკომპოზიცია, თუ როგორია მთლიანად ფისკალური რეფორმა, რომელიც განვახორციელდა ქვეყანაში. ,,ჩვენ ამოგლეჯილად არ ვიხილავთ ამ ფისკალურ რეფორმას - ვამბობთ, რომ შევამცირეთ პირდაპირი გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირობით ერთეულებში მე ეს აღვწერე კიდეც. გავზარდეთ არაპირდაპირი გადასახადები, შევამცირეთ მიმდინარე დანახარჯები და გავზარდეთ კაპიტალური დანახარჯები. კუმულატიურად, ეს პოზიტიურად აისახება მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკაზე, რაც რა თქმა უნდა, მოხდა კიდეც''- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)