05:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 18:27:32, 2486 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს „ტყუილების სახლი“ უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის გამო, გაეროს "ტყუილების სახლი" უწოდა.

ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა.  ამასთან, ის ფიქრობს, რომ ვაშინგტონის პოზიციას დღევანდელ კენჭისყრაზე ბევრი ქვეყანა გაიზიარებს.

„ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღეს გაეროში კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics