|
2017-12-20 17:18:47, 2445 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღებისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველი, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის. ,,სივრცით მოწყობაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ მიმართულებით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ - სივრცითი მოწყობა, ეს არის გათვლებზე დამყარებული სწორი გადაწყვეტილებები დროში და სივრცეში, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული ტერიტორიები და მთლიანად ქვეყანა იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა მაქსიმალური უკუგება მიიღოს ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ამ მიმართულებით მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობების განვითარება დავიწყეთ, რომ იქ არ მომხდარიყო ქაოტური განვითარება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შემდგომში იქ მისულ ინვესტორებს მაქსიმალური უკუგება მიეღოთ აქედან",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)