|
2017-12-20 15:44:33, 1689 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მის ხელთ არსებული გეოლოგიური რუკებისა და მონაცემების ციფრულ ფორმატში გადატანა მომხდარიყო. „ვფიქრობთ, რომ ეს მონაცემები უნდა გაიხნას. დღეს აღნიშნული საინფორმაციო პაკეტი ფასიანია და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ ინვესტორებმა ნახონ, თუ რა გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დარგის რეფორმის შედეგებით, ჩვენ გვექნება განვითარებული სანედლეულო ბაზა, გამართული ბიზნესპროცესები, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე ბიზნესსისტემა და რა თქმა უნდა, გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)