|
2017-12-20 15:37:39, 1580 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოში ტყის უკანონო ჩეხვას ომს ვუცხადეთ
„ჩვენს ახლად შექმნილ სამინისტროსთან ერთად და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობით, ომს ვუცხადებთ საქართველოში უკანონო ტყის ჩეხვას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმცირესობებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გამოყოფილია რესურსები, რომ ტყის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია მოხდეს. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეერთებით ძალიან მნიშვნელოივანი ნაბიჯი გადაიდგა ბევრი კუთხით. ეს იქნება მსხვილი ძლიერი სამინისტრო, რომლშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი პრიორიტეტი ექნება. ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო სამეურნეო წარმოების, მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და თანდათანობით მეტი ეკოლოგიის სტანდარტის დანერგვას. რა თქმა უნდა გამოწვევები ამ მიმართულებით ბევრია და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ ტყის უკანონო ჩეხვა. ჩვენს ახლად შექმნილ სამინისტროსთან ერთად და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობით ომს ვუცხადებთ საქართველოში უკანონო ტყის ჩეხვას. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, თქვენ ამის შედეგებს დაინახავთ, ჩვენ გვაქვს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა, პირველ რიგში ამ მიმართულებით რესურსია გამოყოფილი, რომ ტყის აღრიცხვა, ინვენტარიზაცია მოხდეს, გერმანიის მთავრობა გვეხმარება, გვიფინანსებს ამ მიმართულებით გასაწევ სამუშაოს, მაგრამ სისტემურად სწორი მართვა და სწორი კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები იქნება. სოციალურ მდგომარეობასთან ერთად იკვეთება სოფლად უკანონო ტყის ჩეხვა და რა თქმა უნდა ჩვენ ერთის მხრივ უნდა გავამკაცროთ, მაგრამ მეორეს მხრივ ალტერნატივები უნდა შევქმნათ ძალიან სწრაფი ტემპით, რათა მოხდეს უკანონო ტყის ჩეხვის და რეწვის ჩანაცვლება ალტერნატიული საშუალებებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)