18:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:54:58, 1821 ნახვა

საზოგადოება
ჩხენკელი: უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება მოხდება

პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.  

მინისტრის თქმით, მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა, უმაღლესებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება.

„ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი მოდელი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კი, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, გაცილებით ეფექტური მექანიზმი. დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც გულისხმობს როგორც უცხოელი პროფესორების რესურსის გამოყენებას,  ასევე შესაძლებლობას საზღვარგარეთ ქართველმა პროფესორებმაც წაიკითხონ ონლაინ ლექციები საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობის კუთხით“,-აღნიშნა ჩხენკელმა.

 მინისტრმა ხაზი გაუსვა  ფონდი „ქართუსა“ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით  მიმდინარე პროექტს, რომლის შედეგად, ქუთაისში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics