|
2017-12-20 14:42:52, 1573 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა მიმდინარე ხარჯების შემცირებით გახდა შესაძლებელი
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას. კერძოდ, მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა. „განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა. 2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის: · შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი; · ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი. მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება. რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს. ,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)