|
2017-12-20 14:25:22, 1696 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება
„პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს გავაგრძელებ,ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კანდიდატმა ქუმსიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს მე გავაგრძელებ, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორის არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შემოსულია პარლამენტში. ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის, ახალი ინვესტიციების შემოტანის და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირების და შესაბამისად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული დარჩენილი თანხების სწორედ იქით გადამისამართების, სადაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება" - განაცხადა ქუმმსიშვილმა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის რეფორმა. „ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანმა კომპანიებმა ძალიან სწრაფად შეძლონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ხოლო კომპანიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ იქნებიან სიცოცხლისუნარიანები, სწორი პროცედურით გავიდნენ ბაზრიდან და სწრაფად მოხდეს ეკონომიკაში ამ აქტივის გამოყენება, რომელიც მათ გააჩნიათ" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)