|
2017-12-20 11:15:05, 1913 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმები მოიცავს შემდეგ საკითხებს: კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას, საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას, დაზღვევისა და მიწის რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციის პროექტს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)