|
2017-12-20 11:00:18, 1691 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდის პრობლემა გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, არასრულწლოვნებს შორის ძალადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არასრულწლოვანთა კოდექსმა გარკვეული შედეგები მოიტანა, თუმცა, მისივე განმარტებით, სახეზეა 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდა და ეს განსაკუთრებით ქურდობას ეხება: „ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ბოლო კვირეების დროს ჩვენის აზოგადოება აღმოჩნდა და რამაც ხაზგასმით დაგვანახა ეს პრობლემა, რომელსაც შევხვდით, ეს გახლავთ არასრულწლოვნებს შორის ძალადობის გამოვლენის მომენტი. არასრულწლოვანთა კოდექსმა გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, როგორიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწოვნებში დანაშაულის ზრდა.განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიცაა ქურდობა.რეალურად ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდგომ ჩვენ საკმაოდ კონცენტრირებულად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად და როგორც ჩანს, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. გარკვეულ რეფორმირებას ეფექტურობის ზრდის მიზნით საჭიროებს მანდატურის სამსახური.ინსტიტუციონალურად მისი დაქვემებდარება უნდა იყოს განათლების სამინისტრო და არა სკოლა. უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის, ვერ მუშაობს ეფექტურად რეფერირების სისტემა. არადა ეს არის ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმ არასრულწოოვნებზე, რომელთა რესოციალიზაციაც არის საჭირო უმოკლეს ვადაში. 2010 წლის შემდეგ, როცა ეს რეფერირება შეიქმნა, მიმართვა ამ კომისიაში იყო მხოლოდ 39 დაფიქსირებული. ნახევარი იყო ოჯახის წევრების მიერ. სკოლა-პანსიონების სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს მხოლოდ ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათლების სამინისტროსთან ერთად საჭიროებს გარდაქმნას“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)