11:02 - 18 Aug, 2026
|
2017-12-20 10:44:08, 2045 ნახვა
სამართალი
გახარია - შსს-ში დამატებითი დეპარტამენტი იქმნება, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით იმუშავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების მიმართულებით ისაუბრა. გახარიას თქმით, ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ნაწილში გამოწვევები საკმაოდ მაღალია: „შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების ნაწილში. ვფიქრობთ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, სანამ არ დასრულდება შსს-ს სისტემაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ.“,-აღნიშნა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)