|
2017-12-19 17:49:57, 2295 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა. უწყების პრესსასახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მარტში თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მომავალ წელს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებით დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების გამარტივების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)