11:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 17:21:18, 2414 ნახვა

სამართალი
რუსთაველზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რუსთაველის გამზირზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, მოზარდს ამ ეტაპზე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, პაციენტს 4 ჭრილობა გულ-მკერდის და წელის არეში აქვს მიყენებული.

"პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის და წელის არეში. პაციენტი ამღამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. სულ 4 ჭრილობა აქვს მიყნებული, სავარაუდოდ ცივი იარაღით. მას ჰემორაგიული შოკი აქვს და სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლების პროცედურა მიმდინარეობს", - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, მოზარდი დღეს რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში დაახლოებით 40 წუთის წინ მიივანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics