|
2017-12-19 14:56:43, 1815 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ. უწყების ცნობით, სტუმრებმა ქალაქი სიღნაღი დაათვალიერეს და კომპანია „წინანდლის მამულები“ მოინახულეს. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა. „ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მომავალი ლიდერები შეიძლება იყვნენ, ქართული ღვინის შესაძლებლობები, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პერსპექტივები გავაცანით. ამავე დროს, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. არაერთ ეკონომიკურ პროექტში საქართველო შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო ქვეყანა. სტუმრებთან ვისაუბრეთ ჩვენ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს დღეისათვის აქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ. „დღეს ჩვენ შევხდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და შევიტყეთ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ღვინის წარმოება დაიწყო. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შთამბეჭდავია; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ყურადღებას აქცევს ამას მთავრობა. საინტერესოა ქართული ღვინის წარმოების უნიკალური წესი. დარწმუნებული ვარ, ქართული ღვინო იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მთელს მსოფლიოში. ჩვენ, პირადად მე, ვიქნები ქართული ღვინის ადვოკატი მთელს მსოფლიოში. ვუსურვებთ დიდ წარმატებას ქვეყანას და მთავრობას იმ ძალისხმევაში, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰარვარდის კურსდამთავრებულმა, სამუელ კიმიმ. ჰარვარდის კურსდამთავრებულებმა, კახეთში სტუმრობის დროს, ქვევრის ღვინოც დააგემოვნეს, დაესწრნენ ჭაჭის დაყენების პროცესს და ჩურჩხელები ამოავლეს, დღის ბოლოს კი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს გაფართოებული შემადგენლობით ეწვიონ, რათა ქვეყნის პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი. (NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)