11:05 - 18 Aug, 2026
|
2017-12-19 11:20:03, 2097 ნახვა
სამართალი
კახეთში კაკაბზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი. კაკაბი არ შედის ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, შესაბამისად, აღნიშნულ სახეობაზე, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეს ჩამოართვეს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)