02:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 13:54:00, 448 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ევროპა ერთიანი უნდა იყოს

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ  მეორე მსოფლიო ომის შედეგად ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მშვიდობიანი“,-ამის შესახებ აშშ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის ფერფლიდან ახალი სტრუქტურები და სისტემები შეიქმნა.
„ჩემთვის დიდ პატივია დღეს წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებული  შტატების საელჩოს ამ ღონისძიებაძე. აშშ-ს სამხედრო ატაშესთან  ერთად. 70 წლის წინ დასრულდა ევროპის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომი, რომელმაც შეიწირა მილიონობით ადამიანი, ხოლო ასობით ათასმა სამხედრომ გაწირა თავი. ამ ომის ფერფლიდან შეიქმნა ახალი სტრუქტურები და სისტემები, რომლებიც უზრუნვეყოფს ევროპის უსაფრთხოებას და  დღეს გამოწვევის წინაშე არიან .  ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ეს სისტემები  გავაძლიეროთ. მრავალი ქართველი  მიონაწილეობდა ამ ომში. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ომის შედეგად ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მშვიდობიანი“,-განაცხადა ნორლანდმა.
ამასთან, რიჩარდ ნორლანდმა დასძინა, რომ მეორე მსოფლიო ომში მისი მამა და სიმამრი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics