|
2017-12-14 16:18:11, 1577 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ვეტერანებზე: უნდა ვაღიაროთ, ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაიღეს
ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ვეტერანებს, რომელთა განვლილი ცხოვრებაც ყველასთვის საამაყოა და მათ ახალ, ლამაზ შენობაში გადასვლა მიულოცა. „დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში ბევრ ახალ სასიკეთო იდეას ჩაეყრება საფუძველი. ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა აქ მყოფ ვეტერანს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა; ასევე, მათაც, ვინც აქ არ არის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მე მინდა, ისინი იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ასევე თქვენს ოჯახებს ძალიან ბევრი სიხარული 2018-ში და მრავალჟამიერ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალ შენობაში ასევე მოეწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, რომელიც პრემიერმა სამსახურის უფროს ვლადიმერ იმნაძესა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად დაათვალიერა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)