01:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 14:06:29, 2411 ნახვა

მსოფლიო
სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია, - ამის შესახებ ინფომრაციას CBSNews პოლიტიკოსის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სენატორი ვოლტერ რიდის ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.

„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით მკურნალობას გადის. როგორც ყოველთვის, ის რჩება მადლიერი თავისი მკურნალი ექიმების მიმართ, რომლებიც მშვენივრად უვლიან, ასევე მადლობას უცდის მეგობრებსა და გულშემატკივრებს კეთილი სურვილებისთვის.  სენატორი მოუთმენლად ელოდება, რაც შეიძლება მალე, სამსახურში დაბრუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში 81 წლის სენატორს ტვინის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს, თუმცა მიუხედავად ამისა მაკკეინი სამსახურში მკურნალობის მერე დაბრუნდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაკკეინს კმირი უწოდა, ხოლო სენატის პირველ სხდომაზე მას ტაშით დახვდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics