|
2017-12-13 17:29:04, 2181 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, სასაქონლო იმპორტი 3 ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. „ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში ექსპორტ-იმპორტის სალდო, ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მოგება. ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი "შინაარსობრივად" არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს დავინიახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარე ანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადი ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით და უფრო მეტიც, აჭარბებს მას. „ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. (NS)
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)