2017-12-13 16:41:40, 2594 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "საერთაშორისო ნორმებს გადაუარეს", როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარეს.
"საკმარისია იერუსალიმში რამდენიმე ნაბიჯი გაგადგა, რომ მიხვდე - ქალაქი ოკუპირებულია. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ტერორისტი-სამხედროები იჭერენ ბავშვებს და აგდებენ ციხეში", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია". მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.
"მჯერა, რომ გაერო-ს 196 წევრი ქვეყანა სწორ პოზიციას დააფიქსირებს. ამერიკას შეუძლია იყოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო მას არ ეკუთვნის", - განაცხადა ერდოღანმა.
ავტორი: ,