|
2017-12-13 15:32:56, 1946 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: თუ ჩემი საქართველოში ექსტარიდება მოხდებოდა, ხალხი გამათავისუფლებდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ მისი ექსტრადირება მოხდებოდა, ხალხი მას გაათავისუფლებდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების საკითხზე ქართულ მხარესთან "ჩუმი მოლაპარაკებები" ჰქონდა. „საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე გამათავისუფლებდა და პოროშენკოსთვის 10-ჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“ და არც ვინმეზე თავდასხმას ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ერთ ადამიანს ვერ გაუმკლავდა, რომელსაც იარაღი, თანამდებობა ან ფული არ აქვს. იური ლუცენკომ საქართველოში ჩემი ექსტრადირების საკითხებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თუ მე უკრაინას საკუთარი ნებით არ დავტოვებ, საქართველოს გადამცემენ. უკრაინის გენერალურ პროკურორს იურიდიული განათლება არ აქვს, ამიტომ მინდა განვმარტო - თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს სჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში", - განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას და მის პარტიას დაფინანსება აქვს, თუმცა საკუთარი სახსრები არ გააჩნია. მანვე დასძინა, რომ პირები, რომმლებიც პარტიას აფინანსებენ პლიგარქები არ არიან. "მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფინანსურად გვეხმარებიან ადამიანები. ეს ინფორმაცია საჯაროა. თუ ვინმე პირადად გვეხმარება, ეს ჩვენი საქმეა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს ადამიანები ოლიგარქები არ არიან", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)