|
2017-12-13 14:36:06, 1922 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე რომან გოცირიძეს: ჩვენი მოქალაქეების ასე პირდაპირი მოტყუება არ გეპატიებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს ტყუილში ადანაშაულებს. გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების გამო ასამართლებენ. მდინარაძის განმარტებით, დანაშაულია არა კონსტიტუციური უფლების გამოყენება, არამედ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება კონკრეტული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში, ამა და ამ შედეგის დადგომის თაობაზე. ეს კი, მდინარაძის განაცხადებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა: „ბატონო რომან, იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ მგონია, არ გეპატიებათ ასე პირდაპირი მოტყუება ჩვენი თანამოქალაქეების. გასაგებია, რომ თქვენ თქვენს პოლიტიკურ ლიდერს იცავთ, გასაგებია, რომ თქვენს პოლიტიკურ ლიდერს, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ 9-10 წლის განმავლობაში, ყვაოდა ეს ქვეყანა, ადამიანის უფლებები იყო დაცული და ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს „გავიგეთ“, „დავიჯერეთ“, ვიღაცებმა მემგონი მართლა დაიჯერეს, რამდენიმე ასეუოლმა ადამიანმა საქართველოში, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით, რა ხდებოდა? მე, როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება კიარ არის დანაშაული, დანაშაულია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება კონკრეტული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამა და ამ შედეგის დადგომის შესახებ. ამას ჰქვია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რაც არ უნდა არწმუნოთ საზოგადოება, რომ ვიღაცა ვიღაცამ შეიწყალა და ამაზე ბრალს უყენებენ, სინამდვილეში, როცა არის წინასწარ დაპირებები, ამას ჰქვია კონკრეტული დანაშაული თავისი სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობით“,-მიმართა მდინარაძემ გოცირიძეს. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო ასამართლებენ: „უკრაინაში პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა იმის გამო, რომ თურმე მას რომელიღაც ქვეყნის სპეცსასახურებიდან ემუქრებოდა სიკვდილი. ამიტომ, მასზე ზრუნვის გამო გადაწყვიტეს ჩაეკეტათ სახლში.მსგავსი აბსურდი ხდება დღეს საქალაქო სასამართლოში. სააკაშვილს ასმართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. კუბაშიც კი არ მომხდარა, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინათ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის. პრეზიდენტმა, რომელმაც გაუნახევრა პატიმრობის ვადა 179 ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარ ადამიანს, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, სწორედ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შესრულების გამო დღეს ეს აბსურდული სასამართლო მიმდინარეობს“,-განაცხადა გოცირიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)