15:08 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 10:54:42, 1805 ნახვა

საზოგადოება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩაზე მოხდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მაია ბითაძეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული გეგმის წარმოდგენა სთხოვა. მაია ბითაძემ თბილისის მერს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

„ამ ორი კვირის განმავლობაში, შესაბამისი საქალაქო სამსახური და „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად მუშაობდა, რომელმაც გარკვეული უბნები და მარშრუტები დაამუშავა. კვირის ბოლოს გვექნება კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც უკვე ძალიან მალე შეგვეძლება, აღნიშნული საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, რაშიც საზოგადოების ჩართულობა და მხარდჭეერა ძალიან დაგვჭირდება, რადგან ის სქემა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, დასუფთავების სამსახურის მანქანების ღამის სათებში მოძრაობას ითვალისწინებს, რაც თავისთავად ქალაქში არსებულ საცობებს განტვირთავს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

„მთავარია, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩა შეირჩეს და თუ მისაღები იქნება საზოგადოებისთვისაც, შეგვიძლია, უკვე ამ ახალ მოდელზე გადავიდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics