|
2017-12-12 18:04:08, 4051 ნახვა
კომენტარი
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ Ria უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი დაკითხვაზე ეჭვმიტანილის სტატუსითაა დაბარებული. "მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი 2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 დეკემბერს დააკავეს, გუშინ მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურორი მისთვის ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მბრალდებელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის რადას 12 დეპუტატი თავდებში ჩაუდგა, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)