|
2017-12-12 17:36:35, 1714 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მე-18 მუხლთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ მოვისმინეთ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაემატება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს რაიმე ჩანაწერი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. კობახიძემ დაინტერესებულ მხარეებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, მე-18 მუხლთან დაკავშირებით, არგუმენტები ვერ მოისმინა. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია. „იყო შემოთავაზებული გარკვეული ფორმულირება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, კომიტეტის თავმჯდომარემ სთხოვა მინისტრის მოადგილეს, დაეკონკრეტებინა, წარმოედგინა მაგალითები იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ინფორმაცია არ ექვემდებარებოდეს გასაჯაროებას ობიექტურად, მაგრამ აღნიშნულმა ჩანაწერმა შეიძლება გვაიძულოს ჩვენ, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის გასაჯაროვება. საკომიტეტო განხილვის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვტილება, არ აგვესახა შემოთავაზებული ცვლილება კონსტიტუციურ კანონპროექტში. ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი დამატებით განვიხილოთ. კენჭისყრა სავარაუდოდ, ხვალ შედგება კანონპროექტთან დაკავშირებით, ამოცანა არის ის, რომ რაღაც რაც არის გასასაჯაროვებელი, გასაჯაროვდეს, რაც არ არის-არ გასაჯაროვდეს. თუ იქნება რაიმე არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არის შესაცვლელი ფორმულირება, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამ ინიციატივას.თუმცა, კომიტეტზე ჩვენ არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)