|
2017-12-12 14:31:13, 2276 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: პაატა ბურჭულაძე ვალდებულია, სასამართლოში გამოცხადდეს - ეს ნებაყოფლობითი არ არის
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. როგორც ვასაძემ განმარტა, ბურჭულაძის გამოკითხვა შესაბამისი პროცედურების დაცვით სასამართლოში მოხდება "საჯარო განცხადებებში ბატონმა პაატა ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. ამის შემდგომ, პროცედურულად არსებობს სასამართლო გზით მისი გამოკითხვა. შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება სასამართლოში გამოძახება ბატონი ბურჭულაძის და სასამართლოში გამოკითხვა. სასამართლოში გამოცხადება შესაბამისად სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი. ის ვალდებული იქნება გამოცხადდეს სასამართლოში", - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ. შეგახენებთ, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. ცნობისთვის, საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)