2017-12-12 13:09:34, 2510 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესის პოლიტიზებით საქმის დაშლას ცდილობენ.
„მე არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით არღვევდეს საზღვარს, მისი თანმხლები პირები კი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სცემდნენ. ჩემი აზრით, პროცესის პოლიტიზებით ახლა ამ საქმის დაშლას ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში მე კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რისი გაკეთების უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
ინფორმაციას Strana ავრცელებს.
ავტორი: ,